სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს.
სერგეი შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის.
შოიგუმ ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ.
„მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით 2022 წელს დავკავდით. ეს მანქანები, სრული სიმძლავრით ჩვენ 2023 წელს უნდა აგვემუშავებინა.
მინდა ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მივიღო იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწევთ პრეზიდენტის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა ეს ბრძანება ბრძოლის ველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი