27 მარტამდე დარეგისტრირდი ევერესტის ოლიმპიადაზე – , განათლების მთავარი მხარდამჭერი

მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და 27 მარტამდე გაგრძელდება.

პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობას II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ამისათვის, მათ 27 მარტამდე უნდა დაწერონ ბმულზე. 

ინფორმაციისთვის, ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და დრო შეზღუდული არ არის.

ევერესტის ოლიმპიადის მეორე ტური დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. შედეგები კი 4 მაისს გამოქვეყნდება.

ტესტირება გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:

28 მარტი

თბილისი: ისანი – სკოლა შავნაბადა; დიდი დიღომი – სკოლა ინტელექტი

რუსთავი; ყვარელი; გორი; საჩხერე; თერჯოლა; ; ლანჩხუთი; ; ამბროლაური.

29 მარტი 

თბილისი:  საბურთალო – მაღლივის ბიბლიოთეკა; ნახალოვკა – კერძო სკოლა ლამპარი
ქუთაისი; სენაკი; ზუგდიდი; ახალციხე.

რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.