მამა გიორგი ზვიადაძე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს

ბუ­ნებ­რი­ვია, ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს და ამის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ არ იყო“, – ამის შე­სა­ხებ პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა, მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, პატ­რი­არ­ქმა სი­ცო­ცხლე­ში­ვე და­ნიშ­ნა თა­ვის მო­საყ­დრედ მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო და ან­დერ­ძის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობს.

„ან­დერძთან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი­კუ­რი წესი არის ყო­ველ­თვის ასე­თი, რომ თუკი პატ­რი­არ­ქი თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში არ და­ა­სა­ხე­ლებს თა­ვის მო­საყ­დრეს, მა­შინ ის წერს ან­დერძს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პატ­რი­არ­ქმა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ძა­ლი­ან ბრძენ­მა მწყემსმთა­ვარ­მა, თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში­ვე, იმის­თვის, რომ შემ­დგომ ამას არ გა­მო­ეწ­ვია რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, გა­და­წყვი­ტა, რომ და­ედ­გი­ნა მო­საყ­დრე, ან­დერ­ძის სა­ჭი­რო­ე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია, აღარ არ­სე­ბობს. როცა პი­როვ­ნე­ბა თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში­ვე თა­ვის მო­საყ­დრეს ად­გენს, იქ უკვე ან­დერ­ძის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. ამი­ტომ, არა­ვი­თა­რი ასე­თი ან­დერ­ძი აღარ არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­საყ­დრეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წესს, თუკი პატ­რი­არ­ქს სი­ცო­ცხლე­ში არ ჰყავს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სი მო­საყ­დრე და არც ან­დერ­ძი არ­სე­ბობს, მა­შინ ქი­რო­ტო­ნი­ით, ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვაა, რაც ნიშ­ნავს ხელ­დას­მას, უპი­რა­ტე­სი, ვინც პირ­ვე­ლია მღვდელმთა­ვარ­თა შო­რის, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს შო­რის, ვინც პირ­ველ­მა მი­ი­ღო ხელ­დას­მა, ის ჩა­ით­ვლე­ბა მო­საყ­დრედ. დღეს უკვე კი­თხვა აღარ არ­სე­ბობს. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ძა­ლი­ან მტკი­ცე და ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პატ­რი­არ­ქმა თა­ვის სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრედ და­ად­გი­ნა მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ვი­თა­რი კი­თხვა არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, „არ­სე­ბობს თუ არა ან­დერ­ძი ფი­ზი­კუ­რი ფორ­მით“, მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ უპა­სუ­ხა, რომ არ არ­სე­ბობს.

„მე, რო­გორც ვიცი, შე­მიძ­ლია მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, არა­ნა­ი­რი ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს და ვერ იარ­სე­ბებს. პატ­რი­არ­ქმა მთელ მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა უდი­დე­სი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წემ, ილია მე­ო­რემ გა­და­წყვი­ტა თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში თა­ვად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა წე­რი­ლო­ბი­თაც და სი­ტყვი­ე­რა­დაც, რომ მე­უ­ფე შიო ყო­ფი­ლი­ყო სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე. ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს. წმინ­და სი­ნოდს აუ­ცი­ლებ­ლად ეცო­დი­ნე­ბო­და. სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ამას აუ­ცი­ლებ­ლად იტყოდ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს და ამის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ არ იყო“, – გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

მან მე­დი­ას სთხო­ვა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პატ­რი­არ­ქის გლო­ვის დღე­ე­ბი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ჯერ თავი შე­ი­კა­ონ იმა­ზე კი­თხვის დას­მის­გან, ვინ იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო პატ­რი­არ­ქი.

„40 აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­დეს. ეს ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად რთუ­ლი პე­რი­ო­დია, როცა მთე­ლი ეკ­ლე­სია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღრმა ტკი­ვი­ლით გა­ნიც­დის პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ახლა სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი, არის ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი და მთე­ლი ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის­თვის დიდი ტკი­ვი­ლის მომ­ტა­ნი“, – გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ხომ არ შე­იც­ვლე­ბა პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის წესი, მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ გან­მარ­ტა, რომ ვერ შე­იც­ვლე­ბა.

“ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის დე­ბუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ პატ­რი­არ­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღის გას­ვლის შემ­დგომ, მაგ­რამ არა­უგ­ვი­ა­ნეს 2 თვის, უნდა და­ი­ნიშ­ნოს სი­ნო­დის სხდო­მა. ეს არის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კრე­ბა, სა­დაც მოხ­დე­ბა გა­მორ­ჩე­ვა. ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა აქვთ მხო­ლოდ წმინ­და სი­ნო­დის წევრ მღვდელმთავ­რებს”, – გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

მან არ გა­მო­რი­ცხა ის, რომ 40 დღის გას­ვლამ­დეც შე­იკ­რი­ბოს წმინ­და სი­ნო­დი.

“შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. მხო­ლოდ ეს არ არის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მღვდელმთავ­რე­ბი შე­იკ­რი­ბონ, როცა ამას სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე”, – გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. 18 მარ­ტი­დან სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. უწ­მინ­დე­სის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­გო.

, 22 მარტს, სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს