ისრაელმა თეირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო – ისრაელის თავდაცვის ძალები

7
ორშაბათს, 23 მარტს, გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის დედაქალაქ თეირანში ინფრასტრუქტურაზე „მასშტაბური დარტყმების სერიის“ შესახებ გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში კონკრეტული სამიზნეების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაავრცელა და ახალი დარტყმების დაწყების შესახებ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების სერია დაიწყო,“ – დაწერა ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი