აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ეცნობიან.
ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იანვრის განმავლობაში რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადრიდის, რიგის, ვილნიუსის, ჰელსინკისა და წელს, პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა.
„გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ადგილზევე მიეღოთ. გამოფენების ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები იმ ტურისტულ, სარეკლამო კომპანიებთან თუ მედია ორგანიზაციებთან, რომელთან თანამშრომლობითაც აჭარის რეკლამირება და პოზიციონირება მიმდინარე წელს იგეგმება.
საერთაშორისო გამოფენებზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაცია 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე იგეგმება, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!