ახალი თეატრის ხელმძღვანელობა ეკა დემეტრაძეს 203 ლარსა და 84 თეთრს სთხოვს

18
ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობა 203 ლარისა და 84 თეთრის უკან დაბრუნებას მსახიობ ეკა დემეტრაძესაც სთხოვს.
თეატრის მიერ გაგზავნილი წერილი, მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“გთხოვთ, დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება“– ვკითხულობთ წერილში.
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 2026 წლის 20 თებერვალს, თქვენზე გაიცა თებერვლის თვის სრული თანამდებობრივი სარგო, თუმცა თქვენი პირადი განცხადების საფუძველზე, 23 თებერვლიდან შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება თებერვლის თვეში, თქვენს მიერ ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა სამუშაო დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება, ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად: თანხის უკან დაბრუნება – 203.84 ლარი”, – ვკითხულობთ წერილში.
ახალი თეატრის ხელმძღვანელობა ნანკა კალატოზიშვილს 240 ლარს სთხოვს – დეტალები