9
ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე:
პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამო, გუშინ არაფერი მითქვამს.
ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რა სულმდაბლობა გამოიჩინეს ამ ნაძირალა და ფარისეველმა რუსების რეჟიმმა, მისი არაკაცების პარტიის ინტერესის გამო, პატრიარქთან მიახლოვებისა და პირადად გამომშვიდობების საშუალება არ მოგვცეს.
ფარისევლურად ერთიანობაზე საუბრობდნენ და რეჟიმის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც რეალურად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს (ქოცების მიერ ჩატარებული არჩევნებით 46% ) თითქოს საერთოდ არ ვარსებობდეთ, ასე მოგვკვეთეს და დაცვის კედელი აღმართეს ჩვენსა და პატრიარქს შორის.
ერთიანობის ნაცვლად, საქართველოს ამ მტრებმა, საზოგადოება შუაზე გაგლიჯეს.
რა მდაბიოები და უნამუსოები არიან კი ვიცი და მათგან კარგის მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ელემენტარული გონიერება მაინც ხომ უნდა გამოეჩინათ, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ ასეთი უღირსი საქციელის ჩადენა პირველ რიგში პატრიარქისადმი უპატივცემულობა და ანტისახელმიფოებრივი საქციელია, რომელიც საქართველოსთსაა ცუდი.
ამ პატარა კაცუნებს პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი არ აქვთ.
რეჟიმს საქართველოს არანაერი ერთიანობა არ უნდათ, მათი მიზანი და ამოცანა, რუსეთისაა და არა საქართველოსი.
ამ ფარისევლებმა, იფიქრეს, რომ ამგვარი საქციელით, პატრიარქის ხსოვნის პარტიულ მონოპოლიზირებას მოახდენდნენ.
მათ ტყუილებასა და უნამუსობას ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და შესაბამისადაც გასცემს პასუხს.
ამ რუსების აგენტურას რომ ხელისუფლებიდან მოვიცილებთ, აუცილებლად შევძლებთ უწმინდესის ანდერძის აღსრულებასა და (განურჩევლად პარტიულობისა), ქართული საზოგადოების გამთლიანებას.



