ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში „რეალმა“ სახლში „ატლეტიკოს“ 3:2 მოუგო.
ლიდერი 73 ქულით „ბარსელონაა“, მეორე ადგილზე 69 ქულით „რეალია“, მესამეზე 58 ქულით „ვილიარეალია“, მეოთხეზე კი 57 ქულით „ატლეტიკო“.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი – ატლეტიკო 3:2
გოლები: 0:1 ლუკმანი (33), 1:1 ვინისიუსი (52, პენ), 1:2 ვალვერდე (55), 2:2 მოლინა (66), 3:2 ვინისიუსი (72)
გაძევება: ვალვერდე (77, რეალი)
– “სამეფო გუნდმა” ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
– ვინისიუსმა დუბლი შეასრულა – მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 17 გოლი და 12 საგოლე პასია.
– დღეს მეტოქის კარი ფედერიკო ვალვერდემ დალაშქრა და გააძევეს – მან ბოლო 5 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
– „რეალმა“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 14 პენალტიდან 11 გაიტანა.
– ადემოლა ლუკმანმა 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა – მან „ატლეტიკოში“ 15 თამაშში 4 გოლი გაიტანა.