“ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა…” – კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს “ნაპოლის” კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” კულისებში მომხდარი ამბების შესახებ მოჰყვა. 57 წლის იტალიელმა, 2023/24-წლების სეზონში, გუნდი რუდი გარსიასა და ვალტერის მაცარის მუშაობის შემდეგ 19 თებერვალს ჩაიბარა და სეზონი “ნაპოლიმ” სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაამთავრა.
ირკვევა, რომ იმ დროს “პარტენოპეიში” სრული ქაოსი სუფევდა. ვიქტორ ოსიმენი საერთოდ არ ვარჯიშობდა, კი უკმაყოფილო იყო. კალცონას შემდეგ კლუბი ანტონიო კონტემ ჩაიბარა, რომელმაც ქართველის გუნდში დარჩენა ნახევარი სეზონით მოახერხა, თუმცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩამ პსჟ-ის მიაშურა.
“ნაპოლი” ყოველთვის ჩემს გულში იქნება და რთულია უარი თქვა, როდესაც ამ გუნდიდან გეძახიან. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში მოთამაშეებსა და კლუბს შორის პრობლემები იყო.
იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ სეზონის ბოლომდე მიყვანა და წასვლა სურდათ. ხუთი ან ექვსი ახალი ფეხბურთელი, რომლებიც გუნდს დაემატა, არცერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს… ამ სეზონის ბოლოს ყველა გაშეშებული იყო.
ოსიმენი არასდროს ვარჯიშობდა, კვარაცხელია უკმაყოფილო იყო და კიდევ ბევრი პრობლემა სუფევდა, რომლის ჩამოთვლასაც არ ვაპირებ”, – თქვა კალცონამ.