მენდეში, კვარაცხელია და დემბელე ერთად შეტევაში – როგორია ლუის ენრიკეს გეგმა და რისი იმედი აქვს “ლივერპულს”?

Liverpool World-მა იმედი გამოთქვა, რომ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებში, საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, პსჟ-ს პრობლემები შეექმნება:
„არ არის იმის ახსნა საჭირო, თუ რამდენად რთულ ამოცანას წარმოადგენს ფრანგული გუნდის დამარცხება. „ლივერპულს“ შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს და მათ გამოყენებას შეეცდება. პსჟ-ს ტრავმის გამო ერთი თვით ბრედლი ბარკოლა, ორი კვირით კი სენი მეილიუ გამოაკლდა“.
კომენტარი „წითლების“ მწვრთნელმა არნე სლოტმა გაკეთა: „თუ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიაზე გადიხარ, ზუსტად იცი, რომ „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდები. ეს წარმოუდგენელი გუნდია. ამაში გასულ სეზონში დავრწმუნდით. ჩვენ ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელმაც პარიზელებთან დაპირისპირება პენალტების სერიამდე მიიყვანა. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო მატჩი იყო, შესაძლოა, არა შედეგის მხრივ, მაგრამ ყველას დავანახეთ, როგორი უნდა იყოს ფეხბურთი. ორივე გუნდი შესანიშნავად გაისარჯა და გულშემატკივრებს სიამოვნება მიანიჭა. ისინი ამ სეზონშიც კარგად თამაშობენ. „გალათასარაისთან“ ვაჩვენეთ, რომ იმავე დონეზე ასპარეზობა ჩვენც შეგვიძლია. ეს თავდაჯერებულობას ძალიან გვმატებს. სტმბოლელების დამარცხების შემდეგ, მათთვის ჩვენთან თამაში სასიამოვნო არ იქნება“.
პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ნიცასთან“ ნუნო მენდეში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა და თავი კარგად წარმოაჩინა. „პარიზიენი“ წერს, რომ ბრედლი ბარკოლას ტრავმის გამო, ესპანელმა სპეციალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რამაც გაამართლა, არაა გამორიცხული, პორტუგალიელი შეტევის ხაზში დატოვოს და მან „ლივერპულს“ ხვიჩა კვარაცხელიასთან და უსმან დემბელესთან ერთად შეუტიოს.