სომხეთმა თავისუფლების საერთო მაჩვენებლით საქართველოს ისტორიაში პირველად გაუსწრო

სომხეთმა თავისუფლების საერთო მაჩვენებლით საქართველოს ისტორიაში პირველად გაუსწრო | ინფორმაციას OC Media Freedom House-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს თავისუფლების დონე 4 ქულით შემცირდა, რაც ევროვიზიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. სომხეთმა კი 54 ქულის შენარჩუნებით მეზობელ ქვეყანას გადაასწრო, რადგან საქართველოში დემოკრატიული გარემო გაუარესდა. მათივე ცნობით, რეიტინგში ოთხქულიანი ვარდნა მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ მიღებულ მთელ რიგ შემზღუდავ კანონებსა და სხვა ნაბიჯებს უკავშირდება.