„ომის გამო, რამდენიმე საჰაერო ჰაბი ჩაიკეტა, ავიაკომპანიებს მოუწიათ ალტერნატიული მარშრუტების მოძიება“ – ამანათების გადაზიდვა გართულდა

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციამ პრობლემები შეუქმნა საფოსტო და საკურიერო კომპანიებსაც.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Meko Gzavnili-ს წარმომადგენელმა თამო ქირიამ განუცხადა, იმ კომპანიებს, რომლებიც ამანათების ტრანსპორტირებას საზღვაო გზით, ჰორმუზის სრუტის გავლით ახდენდნენ, სხვა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაწყობა მოუწიათ, რამაც მათ  ტრანსპორტირების დრო და ხარჯები გაუზარდა.„ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა დიდი გამოწვევა აღმოჩნდა საზღვაო გადაზიდვებისთვის. კომპანიებს მოუწიათ გემების გაჩერება სხვადასხვა პორტებში და ახალ მარშრუტებზე ფიქრი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაძვირდა საწვავიც, რამაც ბიზნესოპერატორების ხარჯები გაზარდა“, – განმარტა თამო ქირიამ.Meko Gzavnili-ს წარმომადგენელმა ავიაგადაზიდვების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ საფოსტო და საკურიერო კომპანიებს დაბრკოლებები ამ კუთხითაც შეექმნათ.„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, რამდენიმე საჰაერო ჰაბიც ჩაიკეტა და შესაბამისად, ავიაკომპანიებსაც მოუწიათ ალტერნატიული საჰაერო გზების მოძიება. ამას დაერთო საავიაციო საწვავის გაძვირებაც, რამაც ამანათების ტრანსპორტირება ასევე გააძვირა. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ვიცი, ადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა რამდენიმე კომპანიამ უკვე დააანონსა ფასების მატება. Meko Gzavnili, ჯერჯერობით, ინარჩუნებს ამანათების ტრანსპორტირებაზე ომამდე არსებულ ტარიფებს, ყოველ შემთხვევაში, ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით ავიაგადაზიდვებზე. ვიმედოვნებთ, რომ არ მოგვიწევს საფასო პოლიტიკის შეცვლა და მომხმარებლისთვის დამატებითი დისკომფორტის შექმნა“, – განმარტა თამო ქირიამ.მისივე ინფორმაციით, Meko Gzavnili ბაზარზე უკვე 7 წელია ოპერირებს და აქამდე, მომხმარებელს ამანათების გადაზიდვის სერვისს მხოლოდ ევროპიდან და ჩინეთიდან სთავაზობდა. 2025 წლის ბოლოდან კი, ამ მიმართულებებს ამერიკის შეერთებული შტატებიც დაემატა.ამ ეტაპზე, Meko Gzavnili მომხმარებელს ამანათების გადაზიდვას ამერიკიდან საქართველოში 5–7 დღის ვადაში სთავაზობს. მიმდინარე წელს კი, კომპანიის გეგმებშია, დაამატოს საქართველოდან ამერიკის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ანალოგიური სერვისიც.bp.ge