“საქართველოს ბანკი” მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.
შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები, 24 მარტს extra.ge-სა და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 30%-ს MR ქულების სახით მიიღებენ. (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარის) შეთავაზება ვრცელდება extra.ge-სა და extra market-ის სრულ ასორტიმენტზე, როგორც ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში.
ინფორმაციისთვის, extra.ge ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და ონლაინ შოპინგის კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო Amex ბარათი, საქართველოს ბანკმა მისი აღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბარათი სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, წამებში მიიღონ. ბარათის დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

