ჯოზეფ ბორელი – იმედი მაქვს, რომ წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია 17 თებერვალს დაიწყება

იმედი მაქვს, რომ წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია 17 თებერვალს დაიწყება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს მისიას, სად იქნება შტაბ-ბინა და წევრი სახელმწიფოები საზღვაო ფლოტის რომელ ნაწილებს გამოყოფენ. ყველა წევრი სახელმწიფო მისიაში მონაწილეობისთვის მზად არ იქნება, მაგრამ მისიას ხელს არავინ შეუშლის. იმედი მაქვს, რომ მისია 17 თებერვალს დაიწყება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სახელწოდება „Aspis“ იქნება, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვაა და ფარს ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი