პატრიარქი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში მიასვენეს

10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიასვენეს. პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი იქნება მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
იქამდე, სამების საკათედრო ტაძარში, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად, წესის აგების მსახურება აღავლინა. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები. მრევლს ჰქონდა საშუალება, ვიწრო დერეფნის მეშვეობით, უკანასკნელად მიახლებოდა პატრიარქის ცხედარს და მისთვის პატივი მიეგო.
წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო სამგლოვიარო მსვლელობა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძართან დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება