ცნობილია ქართველის ვინაობა, ვინც ტარტუს უნივერსიტეტიდან 158 ათასი ევროს უნიკალური წიგნები მოიპარა

ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან, 158 ათასი ევროს ღირებულების წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს, ბექა ცირეკიძეს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების – პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.
დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.
მედიის ცნობით, დანაშაული 2022 წლის გაზაფხულზეა მომხდარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ