სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან დევნის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან დევნის:
💬 “როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვეუბნებიან: მოდით ახლა უკრაინის საკითხი მოვაგვაროთ (არადა, ჩვენ ამისთვის ჯერ კიდევ ალასკაზე ვიყავით მზად, ახლა კი ისინი ყოყმანს იწყებენ), სხვა დათმობები გამოვნახოთ და შემდეგ ჩვენთვის უშველებელი ეკონომიკური პერსპექტივები გამოჩნდებაო. პარალელურად ხდება ის, რაც ახლა აღგიწერეთ. ჩვენ ყველა მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან გვაძევებენ…
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცირა “Лукойл” და “Роснефть”, რაც ბაიდენის მემკვიდრეობა არ არის… მიესალმებოდა და მიესალმება იმას, რომ რუსეთის გაძევება ხდება ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე. სერბეთიდანაც გვაძევებენ. ამაში ამერიკელებს უკვე თავიანთი წვლილი შეაქვთ. ჯოზეფ ბაიდენმა დაიწყო, ტრამპი კი ამთავრებს. ეს არის ღია პრეტენზია ენერგეტიკულ დომინირებაზე მთელ მსოფლიოში, ყველა რეგიონში. ბაზრებიდან გამოდევნის შემდეგ მხოლოდ ჩვენი საკუთარი ტერიტორია დაგვრჩება…
ამერიკელები მოვლენ და გვეტყვიან, რომ ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. მაგრამ თუ ჩვენ მზად ვართ ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელოთ ურთიერთხელსაყრელი პროექტები და ამერიკელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ აინტერესებთ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ მათაც უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს უჩვეულო სიტუაციაა – დაბრუნება იმ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების არანაირი ჩარჩო არ არსებობდა. პირდაპირ ითქვა შეერთებული შტატების ინტერესი ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებაზე მაღლა დგას“ | განაცხადა ლავროვმა გადაცემაში გავიხსენოთ ყველაფერი