დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი – დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდის გასაგზავნად მზად არის

დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდის გასაგზავნად მზად არის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.
„ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower იქ სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ავიამზიდის გავლენა შევინარჩუნოთ, ჩვენ ამ შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ამერიკელებთან მუშაობა შეგვიძლია“, – განაცხადა ჯეიმს ჰიპიმ.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში ამჟამად ორი მოქმედი ავიამზიდი HMS Prince of Wales და HMS Queen Elizabeth შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში