ისრაელმა დაარტყა ბალისტიკური რაკეტების საწარმოს თეირანში – სამინისტროს სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ავიჩაი ადრააის ინფორმაციით, გასულ ღამეს ისინი თავს დაესხნენ ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს თეირანში.საუბარია ათობით ობიექტზე, სადაც ირანის რევოლუციური გვარდია ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს ამზადებდა. ასევე, მათი შემნახველი სივრცეები.“საჰაერო ძალებმა, სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელობით, გუშინ ღამით ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელა ირანის ტერორისტულ რეჟიმთან დაკავშირებულ ათობით ობიექტზე[…] ამ ობიექტებზე თავდასხმა სერიოზულ ზიანს აყენებს ირანის ტერორისტულ რეჟიმის შესაძლებლობებს, გააგრძელოს ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოს”, – წერს ადრააი.გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, მათ დაბომბეს საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი, რომლებიც მთელი ირანის მასშტაბით იყო განლაგებული.#عاجل ❌في موجة غارات واسعة في طهران: استهداف مواقع لإنتاج الصواريخ الباليستية تابعة للحرس الثوري الإيراني⭕️انجز سلاح الجو بتوجيه دقيق من هيئة الاستخبارات العسكرية خلال الليلة الماضية موجة غارات واسعة استهدفت عشرات الأهداف التابعة لنظام الإرهاب الإيراني.⭕️في إطار هذه الغارات… pic.twitter.com/51lryei1AE— افيخاي ادرعي (@AvichayAdraee) March 21, 2026