“როგორ ვაძლევ ფეხბურთელებს მოტივაციას?” – სპალეტის საინტერესო პასუხი

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, რამდენიმე დღის წინ Pachina d’Oro-ს (გასული წლის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელის) ჯილდო გადასცეს.
ტოსკანელმა სპეციალისტმა ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
“ამ ჯილდოს მიღებით ძალიან ამაყი ვარ. იმედია, მომავალში მას ისეთი მწვრთნელები მოიპოვებენ, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გამოუვლენიათ.
რა თქმა უნდა, “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, სპორტულ დირექტორს კრისტიანო ჯუნტოლისა და “პარტენოპეის” ფეხბურთელებს უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან მათ წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს.
რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, დაუღალავად ვმუშაობ და მოთამაშეებისგანაც იმავეს მოვითხოვ.
როგორ
ვაძლევ მათ მოტივაციას? იტალიის ნაკრებში თამაში უდიდესი პატივია და თუ რომელიმე ფეხბურთელს დამატებითი მოტივაცია სჭირდება, მაშინ “აძურიში” მისი ადგილი არ არის”, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ლუჩანომ იტალიის ნაკრები 2023 წელს ჩაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში