“ვალენსია” გამორჩეულმა ფეხბურთელმა უფასოდ დატოვა

“ვალენსიას” ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ღამურებთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა და “ინდიელებთან” ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, პაულისტა “ვალენსიას” 2017 წელს, ლონდონის “არსენალიდან” შეუერთდა და მესტალიელთა ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდა. გაბრიელმა “ღამურების” მაისურით ჯამში 176 მატჩი გამართა და თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში