“8 წელი ნამდვილად ბევრია” – გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტი “ქალაქელებს” 2016 წლიდან თავკაცობს.
“უნდა ვაღიაროთ, რომ 8 წელი ძალიან დიდი დროა, შემდეგ სეზონში კი ეს რიცხვი 9-მდე გაიზრდება.
საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფეხბურთელების ქცევების შესაბამისად მივიღებ. ვნახოთ, რამდენად გამომყვებიან. ასევე, საკუთარ თავს უნდა დავუსვა კითხვა, მზად ვარ თუ არა ახალი გამოწვევებისთვის”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, პეპს “სიტისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში