რუსეთის მასშტაბური შეტევა ერთდროულად 7 მიმართულებაზე უკრაინამ 4 საათში მოიგერია

ქალაქ ლიმანსა და დაბა ბოროვას შორის არსებულ ფრონტის ხაზზე რუსებმა ფრონტის ხაზის გარღვევის ყველაზე მასშტაბური მცდელობა განახორციელეს | ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 არმიის კორპუსი ავრცელებს. მათივე ცნობით, 19 მარტს, მტერმა რუსეთის ფედერაციის პირველი სატანკო და მე-20 საერთო-საჯარისო არმიების ძალები გამოიყენა და შეტევაზე ერთდროულად 7 მიმართულებით გადავიდა.
💬 “უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოპერაციაში ჩართული იყო 500-ზე მეტი ქვეითი, 28 ერთეული ჯავშანტექნიკა და 100-ზე მეტი მსუბუქი მოტორიზებული ტექნიკა. შეტაკებები 4 საათს გაგრძელდა – “მე-3 კორპუსის ქვედანაყოფებმა რუსების სწრაფი გარღვევა მასშტაბურ ჩავარდნად აქციეს“ | ნათქვამია განცხადებაში.
🔴 უკრაინის არმიის მონაცემებით, ამ დროში, მტერმა დაკარგა: 84 ერთეული მოტოტექნიკა, 11 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე 3 ტანკი. გაუნადგურდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 საარტილერიო ქვემეხი და 160-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
💬 „თვენახევრის განმავლობაში ვაკვირდებოდით შეტევისთვის მომზადების ნიშნებს. რუსები აძლიერებდნენ დარტყმებს მართვადი საავიაციო ბომბებით მდინარე ოსკოლზე არსებულ ჩვენს გადასასვლელებზე, რათა ჩვენთვის ლოჯისტიკა გადაეჭრათ. დაიწყეს საკუთარი პონტონური გადასასვლელების მოწყობა და მარშრუტების განაღმვა – ეს პირდაპირ მიუთითებდა ფართომასშტაბიანი მექანიზებული შეტევისთვის მზადებაზე.
ჩვენ ვემზადებოდით: სხვადასხვა მიმართულებაზე დამუშავებული გვქონდა თავდაცვითი მოქმედებები, თითოეულ ბრიგადას თავდასხმის მოგერიების საკუთარი გეგმა ჰქონდა. კორპუსი ამ მოქმედებების კოორდინაციას ახდენდა – შედეგად, ყველა მიმართულებაზე მტრის დარტყმები ჩაიშალა“ | განაცხადა წარმატებულ ოპერაციაზე საუბრისას მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში