ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს, ის კი სუსში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

შესწორება: თავდაპირველად ნიუსში აღნიშნული იყო, რომ ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 31 იანვარს, 11:32 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვარდოსანიძე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეზე იკითხება.
ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით [სსკ-ის 331-ე მუხლი] დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში