სუს განმარტავს, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ბექა ვარდოსანიძის სახლში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ეს მუხლი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
პრორუსულ, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე ამჟამად სუს-ის შენობაში იმყოფება.
როგორც მისმა ადვოკატმა, სერგი ხურციძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ვარდოსანიძე გადაიყვანეს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით მიმდინარე საქემზე [სსკ-ის 331-ე მუხლი].
მუხლი, რომელსაც სუს ასახელებს, ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ