თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება

8
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
მუნიციპალური ტრანსპორტი, მთელი ქალაქის მასშტაბით, იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროპოლიტენს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს ჩვეულ რეჟიმში – 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”