ახლო აღმოსავლეთში ომი არ წყდება – ზავზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

ახლო აღმოსავლეთში ომი არ წყდება – კვლავ ვერ ხერხდება მორიგ ზავზე შეთანხმება. “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ მედიატორების მხრიდან შეთავაზებულ ახალ წინადადებას განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზავი ექვს კვირას მოიცავს და ის, დამატებით, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების ერთმანეთში გაცვლას გულისხმობს. თუმცა შეთავაზებაზე უარს აცხადებს თელ-ავივი.
ჰანიას განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ამბობს, რომ ისინი “არ გაათავისუფლებენ ათასობით ტერორისტს”. “სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით”, – ამბობს პრემიერი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს