6-მილიონ დოლარიანი ოქროს უნიტაზის მოპარვისთვის ბრალი 4 პირს წაუყენეს

6-მილიონ დოლარიანი ოქროს უნიტაზის მოპარვისთვის ბრალი 4 პირს წაუყენეს. შემთხვევა 2019 წელს ინგლისში, ბლენჰეიმის სასახლეში მოხდა. 18-კარატიანი ოქროს უნიტაზის სახელი, რომლის ისტორიამ მსოფლიო მედია მოიცვა, „ამერიკაა”.
მთავარი ბრალდებული 66 წლის კაცია; როგორც ირკვევა, მას 3 თანამზრახველიც ჰყავდა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, დამნაშავეები სასახლესთან 2 მანქანით იყვნენ მობილიზებულები. უნიტაზი მათ დილის 5 საათზე გაიტანეს. უსაფრთხოების კამერებში დრო და სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ჩანდა. 2019 წელს უნიტაზის მოპარვამ შესამჩნევი ზარალი და დატბორვა გამოიწვია, რადგან ბლენჰეიმის სასახლეში მას დამთვალიერებლები იყენებდნენ. გამოფენის დამთვალიერებლებს 3 წუთის განმავლობაში შეეძლოთ, ძვირფასი ტუალეტით ესარგებლათ.
ოქროს უნიტაზი იტალიელმა ხელოვანმა, მაურისიო კატელანამ შექმნა და მისი გამოფენის ნაწილი იყო. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს “ამერიკა” დონალდ ტრამპს შესთავაზეს. -ის პრეზიდენტმა მუზეუმისგან ვან გოგის ნახატი თეთრ სახლში გამოსაფენად ითხოვა, თუმცა მას უარი დაუბრუნეს და სანაცვლოდ ოქროს უნიტაზი, „ამერიკა” შესთავაზეს.
ასევე ნახეთ:
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი
VIDEO: ქალმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელნაკეთი პარიკი დაამზადა

ასევე დაგაინტერესებთ