პოლონეთში სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს – მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პოლონეთში სახლების ძარცვის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულები, რომლებიც 44, 29 და 28 წლის მამაკაცები არიან, პოლონეთში ერთი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ სახლებს და მათ მიერ მიყენებული ზარალი მილიონ ზლოტს აჭარბებს.
დაკავებულებს ბრალი 48 საქმეზე აქვთ წაყენებული. პოლონური მედია იუწყება, რომ პოლიცია აღნიშნული ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის დაკავებას ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა.
დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ