მეხანძრე-მაშველები პატრიარქს ემშვიდობებიან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს – მეხანძრე მაშველები სამების საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ გამოჩდნენ და დიდი მწკრივად განლაგდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ჩვენს ერს. მეხანძრე მაშველები დღეს მოვედით, რომ უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი”- თქვა მეხანძრე მაშველმა.  

მანამდე პატივის მისაგებად მივიდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.  ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ