ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი “ტვიტერით” იტყობინება, რომ 21 წლის ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი “შახტართან” კონტრაქტს გააგრძელებს.
მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევრო იქნება.
სუდაკოვის შეძენას “ნაპოლი” ცდილობდა, დონეცკურ კლუბს 40 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ასე რომ, “შახტარმა” ფასი კიდევ უფრო ასწია და ახლა სუდაკოვის ხელში ჩასაგდებად “ნაპოლის” 100 მილიონის გადახდა მოუწევს.