“ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ” – კალაძე

11
დედაქალაქის მერი, , მერიაში, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ამბობს:
„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის,
რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა
იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი
მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი
გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს
გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ
შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა
და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში
საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული
ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების
მნიშვნელოვანი ცენტრი“

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს