– უნგრეთი მზადაა უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დასთანხმდეს, თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მზადაა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარების დაფინანსებას დასთანხმდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილებას ყოველწლიურად, ერთსულოვნად დაამტკიცებენ.
„გადავწყვიტეთ წარგვედგინა კომპრომისული შეთავაზება: არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი“, – განაცხადა ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას, სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისე ესმის, ან ისე ინტერპრეტირებს, თითქოს ეს მათი შანტაჟის ყოველწლიური საშუალებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი