ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, როგორ უპასუხებს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მან გადაწყვიტა როგორ უპასუხებს იორში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას.
ჯო ბაიდენის თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, თუ რა პასუხი გაეცემა თავდასხმისთვის ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მაგრამ რეგიონში უფრო ფართო ომის გამოწვევის გარეშე.
ბაიდენს საკუთარი გადაწყვეტილება უფრო დეტალურად არ აუხსნია.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა მ აღნიშნა, რომ -ის პასუხი რამდენიმე ქმედებისგან შეიძლება შედგებოდეს.
“სამართლის, რომ ჩვენგან შესაბამის პასუხს ელით და ძალიან შესაძლებელია, რომ საფეხურებიან მიდგომას ნახავთ, არა მხოლოდ ერთ ქმედებას, არამედ არსებითად რამდენიმე ქმედებას”,-განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, 29 იანვარს, იორდანიაში დრონების თავდასხმას სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ათეული დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლაგი კაპიტალის“ ორ წარმომადგენელს ბრალი ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარედგინა

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა