Reuters: ტრამპი განიხილავს ირანში ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას – ოპერაციის ახალი ფაზა

გამოცემა Reuters საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ -ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ათასობით -ს ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მიმდინარე ოპერაციები გააძლიეროს, რადგან აშშ ირანის წინააღმდეგ კამპანიის შესაძლო შემდეგი ნაბიჯებისთვის ემზადება.
გამოცემის ცნობით, ეს დამატებითი განთავსებები ტრამპს მეტ ვარიანტს მისცემს ოპერაციის გაფართოებაში.
წყაროების თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ტრამპი განიხილავს, არის ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. მათივე ცნობით, ეს ძირითადად აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალების გამოყენებით იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა, ასევე შეიძლება მოიცავდეს აშშ-ს ჯარის ირანის სანაპიროზე განთავსებას.
Reuters-ის წყაროები იუწყებიან, რომ ტრამპი ასევე განიხილავს ირანის ხარგის კუნძულზე სახმელეთო ძალების გაგზავნა, საიდანაც ირანის ნავთობის ექსპორტის 90% მოდის, თუმცა, მათი შეფასებით, მსგავსი ოპერაცია ძალიან სარისკო იქნება, რადგან ირანს კუნძულის მიზანში ამოღება რაკეტებითა და დრონებით შეუძლია.
აშშ-მ კუნძულს 13 მარტს დაარტყა და ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს კრიტიკულ ნავტობის ინფრასტრუქტურაზე შეტევით, თუმცა, Reuters-ის სამხედრო ექსპერტების აზრით, ირანის ეკონომიკისთვის კუნძულის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი დაკავება უფრო მომგებიანია ვიდრე მისი განადგურება.
წყაროების თქმით, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ასევე განიხილავენ აშშ-ს ძალების მეშვეობით, ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე კონტროლი მოიპოვონ, თუმცა, ეს ძალიან სარისკო და კომპლექსური ოპერაცია იქნებოდა.
Reuters-ს აშშ-ს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ამ ეტაპზე სახმელეთო ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ტრამპი ყველა ვარიანტს განიხილავს, რათა აშშ-ს სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანი აღასრულოს. მიზნები მოიცავს ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების განადგურებას, ირანის საზღვაო ძალების განეიტრალებას, მისი პროქსი ჯგუფების შეზღუდვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ირანი ვერასდროს ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს ირანის ბირთვული მასალის ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა ვარიანტი აქვს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ერთ-ერთმა წყარომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ასევე კარგავენ მნიშვნელოვან რესურსს, რადგან ავიამზიდი USS Gerald R. Ford საბერძნეთში იგზავნება ტექნიკური მომსახურებისთვის, ბორტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ.