უკრაინის ხელისუფლება ზალუჟნის გადაყენების ინფორმაციას უარყოფს

გამოცემა “ფაინენშალ თაიმსი” წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მეთაურის, ს გადაყენებას აპირებს. რაც უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურებს შორის ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება ს სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის განმავლობაში.
გამოცემის თანახმად, ორშაბათს ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის სხვა როლი შესთავაზა, რომელზეც გენერალმა უარი თქვა. ამას გამოცემა 4 იმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ადმინისტრაციაში მიმდინარე დისკუსიებს იცნობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის უთანხმოების შესახებ ცნობები გასული შემოდგომიდან მოყოლებული ხშირად ვრცელდება. ორშაბათს უკრაინულ მედიაში და ზოგიერთ უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მეთაური გამოიძახა და თანამდებობიდან გადააყენა.
გასულ შემოდგომაზე, ნოემბერში, პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოხატა ზალუჟნის კომენტარზე იმის თაობაზე, რომ ომი ფრონტის ხაზის დიდ ნაწილში “ჩიხში შევიდა”. მოგვიანებით კი, დეკემბერში ზალუჟნიმ თქვა, რომ არ მოსწონს როგორ მუშაობს სამხედრო კომისარიატები და თქვა, რომ მეტი ადამიანის მობილიზებაა საჭირო.
ზალუჟნის გაადაყენების თაობაზე დასმულ კითხვას, პრეზიდენტის პრეს-სპიკეტმა სერგიი ნიკიფოროვმა უპასუხა: “ნამდვილად არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია შეიარაღებული ძალების მეთაური”. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს “ტელეგრამში” უპასუხა და თქვა: “ძვირფასო ჟურნალისტებო, ჩვენი დაუყოვნებელი პასუხი ყველასთვის არის: არა, ეს არაა სიმართლე”, თუმცა დეტალეები არც სამინისტროს განუმარტავს.
თავად გენერალ ზალუჟნის ან მის გუნდს ამ ახალ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამ თემაზე არ უსაუბრია თავის ღამის მიმართვაში, არც ვოლოდიმირ ზელენსკის
ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2021 წლის ივლისიდან მეთაურობს და ის ქვეყნის მოსახლეობაში პოპულარულია. სამხედროები და საზოგადოების წევრები მას პატივისცცემითა და ნდობით მოიხსენიებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში