პირველი გაჩერება ახალი მთავრობის დამტკიცების გზაზე – საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ხუთშაბათს დაასახელებს

პირველი გაჩერება ახალი მთავრობის დამტკიცების გზაზე – პარტიული შეკრება. “ქართული ოცნების” ყრილობამდე 2 დღეა და, რეზონანსულობით, ის წლის ბოლო ყრილობას არ უნდა ჩამოუვარდეს. ბოლოზე, საზოგადოებამ ს დაბრუნების შესახებ შეიტყო, ზეგ კი სწორედ ივანიშვილი, ანუ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე – პოლიტსაბჭოს ს წარუდგენს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ეს პროცედურა ძალაში სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დაბრუნების შემდეგ შევიდა.
პარტიული ყრილობის შემდეგ, პროცესები პარლამენტში ინაცვლებს, რომელსაც 2 კვირა ექნება ახალი სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოსაცხადებლად. პარლამენტის თავმჯდომარე ინტენსიური სამუშაო კვირისთვის ემზადება, რადგან იცის, რომ საკომიტეტო თუ პლენარული სესიებით ის დატვირთული იქნება. უმრავლესობას სურს, უკვე ყოფილი ლიდერიც და მისი ჯერ არ დასახელებული გუნდიც, რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს.
თუ როგორ დაკომპლექტდება ახალი მთავრობა საბოლოოდ, ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ოპოზიციაში არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობაში რამდენიმე დეპუტატს წაიყვანს. მოლოდინია, რომ შეიცვლება თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრების პორტფელები. უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის უწყებაში ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უკვე წინასწარ იცის, რომ ირაკლი სა და მის მთავრობას მხარს არ დაუჭერს, თუმცა მოსმენებს აუცილებლად დაესწრებიან.
ოპოზიციის სიმპათიები თუ ანტიპათიები ამ ეტაპზე გადამწყვეტი არ იქნება, რადგან პრემიერის დამტკიცებას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ამდენი კი მმართველ გუნდს ოპონენტების გარეშეც აქვს. ოპოზიციის მიმართ “ოცნების” ერთადერთი მოწოდება – კონსტრუქციულობაა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას უფლებამოსილება ავტომატურად შეუჩერდა. ახლა ყველა მინისტრი, პრაქტიკულად, მოვალეობის შემსრულებელია. თავად ექსპრემიერი ღარიბაშვილი საქმიანობას “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარედ განაგრძობს. მთავრობის მეთაურის პოსტთან ერთად კი, პარტიის პოლიტიკური მდივნის პოსტს, გაპრემიერების შემდეგ, ირაკლი კობახიძე გადაიბარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში