უდიდესი დანაკარგია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის – მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალებაზე

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ამცნო.17 მარტს, დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე, კავკასიის მედიცინის ცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ პატრიარქი გარდაიცვალა.“ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდნესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოელ ქართველს. მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მტელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა.
ძნელია ახლა აქ, მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებქზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ეს იყო დიდი აღმშენებლი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიყვისა, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლობა. კდიევ ერთხელ მინდა მოგისამძიროთ დღეს ყველას, მთელ საქართელოს, მაგრამ, ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთზ ეციერი მფარველი. მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, ვინაიდან მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ და მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. მე იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძლედება და განაპირობებს ჩვენ ქვეყნის, ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტ ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულეირს, ასევე სახელმწიფოებრივს.
ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები ჩვენ შეგვეწიოს ყველას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან