3
აშშ-მა თურქულ საინვესტიციო ბანკს ირანთან კავშირების გამო სანქციები დაუწესა – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის ძალისხმევის ფარგლებში, თურქული საინვესტიციო ბანკი და მისი ორი შვილობილი კომპანია დასანქცირდა.
მათივე ცნობით, სამიზნე სუბიექტები არიან სტამბოლში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკი Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi, აქტივების მმართველი კომპანია Golden Global Portfoy Yonetimi Anonim Sirketi და აქტივების ლიზინგის კომპანია Golden Global Varlik Kiralama Anonim Sirketi.
გამოცემა წერს, Golden Global Yatrim Bankasi თურქეთში მთლიანი აქტივების მიხედვით 35-ე უმსხვილესი ბანკია. 2025 წელს მისმა მთლიანმა აქტივებმა 25,024.68 მილიონი თურქული ლირა (516.63 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.



