ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

12
ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, მამაკაცი, სახელად კუროშ კეიანი, გასულ წლის ივნისში, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის დროს დააკავეს.
„დამნაშავე, რომელიც სიკვდილით დღეს დასაჯეს, ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადს“ ინფორმაციას აწვდიდა. მან მომზადება ექვს ევროპულ ქვეყანასა და თელ-ავივში გაიარა“, – წერს ირანის სასამართლოს მედია საშუალება Mizan-ი.
ცნობისთვის, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თეირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასჯის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან