რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი საქართველოს უსამძიმრებს

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი საქართველოს უსამძიმრებს ილია მეორის გარდაცვალების გამო.“მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ”, – წერს რუმინეთის მართლმადიებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი. “რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა, სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა სახელით ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს წმინდა სინოდს და სრულიად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს”, – წერია განცხადებაში. 17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი