“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!… თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი

9
სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­ძიმ­რის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.
“გემ­შვი­დო­ბე­ბით, ჩვე­ნო პატ­რი­არ­ქო!
რამ­დე­ნიც შე­ძე­ლით, იმ­დენს გა­უ­ძე­ლით, რათა ეს ქვე­ყა­ნა არ და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ ამ დღე­ში, გზა­აბ­ნე­უ­ლი და სა­კუ­თა­რი თა­ვის მტრად ქცე­უ­ლი.
მთე­ლი თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბა სამ უმ­თავ­რეს მი­ზანს მი­უ­ძღვე­ნით. პირ­ვე­ლი, ცხა­დია, იყო ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბა და სუ­ლი­ე­რე­ბის აღ­დგე­ნა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც საბ­ჭო­თა 70-წლი­ან­მა მმარ­თვე­ლო­ბამ ქრის­ტი­ა­ნო­ბის ამო­ძირ­კვა სცა­და და ნა­წი­ლობ­რივ შეძ­ლო კი­დეც. თქვენ აღად­გი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია არა მხო­ლოდ ტაძ­რე­ბი­თა და წირ­ვე­ბით, არა­მედ რწმე­ნი­თა და სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცით.
მე­ო­რე თქვე­ნი ურ­ყე­ვი მი­ზა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თო­ბა, რად­გან კარ­გად იცო­დით, რომ ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა მტე­რი, სწო­რედ ერ­თო­ბის დაშ­ლას, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და ერის ში­ნა­გან და­სუს­ტე­ბას, თუ არა გა­ტეხ­ვას ისა­ხავ­და მიზ­ნად.
მე­სა­მე მი­ზა­ნი თქვენს ღრმა პატ­რი­ო­ტიზმსა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ შეგ­ნე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. თქვე­ნი აღ­საყ­დრე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან იზ­რუ­ნეთ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ზღვარ­ზე ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრე­ბი, ვით სუ­ლი­ე­რი და­რა­ჯე­ბი. იქ, სა­დაც დღემ­დე სა­ხელ­მწი­ფომ ვერ შეძ­ლო აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი სა­ზღვრე­ბის გამ­ყა­რე­ბა, თქვენ ჯვრით გა­ამ­ყა­რეთ ქარ­თუ­ლი მიწა და ამით გა­აგ­რძე­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მი­სია – სა­ხელ­მწი­ფო ერ­თო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა.
აქ ვერ დავ­წერ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ბევ­რი სხვა უკეთ იტყვის. მხო­ლოდ იმას და­ვა­მა­ტებ, რომ ამ დი­ლით პა­რი­ზი­დან მომ­წე­რა იქ და­ბა­დე­ბულ­მა ქარ­თველ­მა გო­გომ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძო­და. მან მკი­თხა: “რო­გორ არის ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი?“
თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, იყა­ვით და მუ­დამ იქ­ნე­ბით ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი.ახლა, რო­გორც არა­სო­დეს, თქვე­ნი ლოც­ვა დაგ­ვჭირ­დე­ბა, რათა ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ და ქარ­თველ­მა ერმა გა­და­ლა­ხოს ის ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც წინ გვიდ­გას. ეს 40 დღე და მარ­ხვის დარ­ჩე­ნი­ლი დრო უთუ­ოდ უმ­ძი­მე­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ნა­თე­ლი გზის ბო­ლოს ყო­ველ­თვის ჩნდე­ბა.
მშვი­დო­ბით, ჩვე­ნო პატ­რი­არ­ქო – უფ­ლის მად­ლი გფა­რავ­დეთ!” – წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.