-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი  უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი — მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი — კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.

“ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს — კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის