ჯარიმები ორმაგდება, რიგ შემთხვევაში კი, 2,5–ჯერ იზრდება – “ოცნებამ” ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

9
პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.
ცვლილებების მიხედვით, იზრდება ჯარიმები მანევრირების წესების დარღვევაზე (100 ლარამდე და 20 ქულის დაკლება), სიჩქარის გადაჭარბებაზე (100 ლარამდე), უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობასა და საჭესთან მობილურით სარგებლობაზე (50 ლარამდე და 10 ქულის დაკლება).
50 ლარამდე იზრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევის სანქცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე. დამატებით, 200 ლარით დაჯარიმდება „BUS LANE“-ზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება 100 ლარით და ავტომობილის ევაკუაციით დასრულდება.
მკაცრდება სანქციები ე.წ. „დრიფტზეც“ — ქონების ან პირის დაზიანების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.
გარდა ამისა, 2 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ჯარიმები გზისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.
ცვლილებები 2026 წლის 1-ელ მაისს ამოქმედდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან