სიიარტო და ორბანი არა პრორუსები, არამედ პროუნგრელები არიან – პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მისი უნგრელი კოლეგა პიტერ სიიარტო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არა პრორუსი, არამედ პროუნგრელი პოლიტიკოსები არიან.
„ეს [მათი პრორუსობის შესახებ გაკეთებული განცხადებები] რომ დადასტურდეს, დიდი პრობლემა იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე – უნგრეთისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი პროუნგრელები არიან. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ სიიარტო ჩემთან შეხვედრაზე არ იტყოდა, რომ პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას, რომ უფრო ეფექტიანად იმუშაოს სისტემამ და ნებისმიერი ინსინუაცია, თითქოს ამით ვინმე გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს სოციალურად დაუცველი ოჯახებისადმი, სიცრუეა