ს თავდაცვის მინისტრი – ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს

ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებს განუცხადა.
„ომის შემდეგ, როდესაც ის დასრულდება, ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ „ჰამასი“ ღაზას ვეღარ გააკონტროლებს. ისრაელი მას სამხედრო გაგებით გააკონტროლებს, მაგრამ არა სამოქალაქო თვალსაზრისით“, – განაცხადა გალანტმა.
იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ დღეს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია, როდესაც ისრაელის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, სამხედრო მოქმედების თავისუფლების მაგალითია.
„ეს უმაღლეს დონეზე სამხედრო მოქმედების თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ ტერიტორიას სამოქალაქო თვალსაზრისით არ ვაკონტროლებთ. ამის მიღწევა ღაზაშიც შეიძლება და ამას დრო დასჭირდება“, – აღნიშნა იოავ გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი