„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, „მილანი“ 26 წლის ნახევარმცველის ლეაოს გაყიდვას აპირებს.
„მილანი“ აღშფოთებულია იმის გამო, რომ „ლაციოსთან“ მატჩის (0:1) 66-ე წუთზე შეცვლისას, პორტუგალიელს მწვრთნელთან, მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი მოუვიდა. „როსონერი“ ლეაოს თამაშითაც უკმაყოფილოა და მზადაა მისი მსურველი კლუბების წინადადებები განიხილოს.
რაფაელის გამოსასყიდი ფასი 170 მილიონი ევროა, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 70 მილიონია.
ლეაომ ამ სეზონში სერია A-ს 22 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტუგალიელით ინგლისის და საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული.
„მილანი“ რაფაელის შემცვლელად ანტონიო ნუსას (ლაიფციგი) განიხილავს. 20 წლის ნორვეგიელის ფასი 32 მილიონია.