ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლა “ჩელსის” 3:0 მოუგო, ორი მატჩის ჯამში 8:2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
აღნიშნულ მატჩში მე-14 წუთზე ბრედლი ბარკოლას შედეგიანი გადაცემა აშრაფ ჰაკიმიმ მიაწოდა, რაც მაროკოელი ფეხბურთელისთვის სარეკორდო აღმოჩნდა.
27 წლის უკანახაზელს ზედიზედ მეორე სეზონია 5+ ასისტი მოუგროვდა, რა შედეგიც ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე პოზიციით მცველს არასდროს ჰქონია.