მექიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადააა, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მატჩებს უმასპინძლოს, თუმცა ეს გადაწყვეტილება FIFA-ზეა დამოკიდებული.
The Athletic-მა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ FIFA მსგავს რამეს არ აპირებს.
“FIFA რეგულარულ კონტაქტზეა ყველა მონაწილე წევრ ასოციაციასთან, მათ შორის ირანთან, მსოფლიო ჩემპიონატის დაგეგმვის განსახილველად.
ჩვენ ველით, რომ ყველა მონაწილე გუნდი ითამაშებს 2025 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებული მატჩების გრაფიკის შესაბამისად”, – განაცხადა FIFA-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი სამ ქვეყანაში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

