პარლამენტში 6 თებერვალს პრეზიდენტი მივა, მომავალ კვირას იგეგმება განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაც – თებერვლის მეორე ნახევარში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენა

მომავალ კვირას – 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.
ამასთან, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. წინასწარი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის მოსმენა 7 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშს თებერვლის მეორე სასესიო კვირაში წარადგენს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სხდომების დღის წესრიგზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს